თბილისიდან ბათუმისა და სენაკის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები ინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს. 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, ახალი განრიგით იმოძრავებს 4-ვაგონიანი, 2-სართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30-ზე გავა, ბათუმში კი, 15:30-ზე იქნება. ხოლო ბათუმიდან გამოვა 17:10-ზე და თბილისში 22:03-ზე ჩამოვა.
როგორც “სითი კვირას” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებითაც. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50-ზე გავა 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი, რომელიც  სენაკში  13:08-ზე ჩავა. სენაკიდან კი გამოვა 19:45-ზე და თბილისში 23:59-ზე იქნება.

მსგავსი თემები