“თანდათან გამოიკვეთა, რომ კორონავირუსი არა მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, ახალგაზრდებშიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს” – ინფექციონისტი

“თანდათან გამოიკვეთა, რომ ეს ვირუსი, არა მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, ახალგაზრდებშიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ, განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ორგანიზმს მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

„გვქონია შემთხვევები, როდესაც 40-50 წლამდე ადამიანებში დაავადება საკმაოდ მძიმედ, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობდა. თუმცა, ახალგაზრდა ორგანიზმს, რომელსაც დატვირთული ანამნეზი და თანდართული დაავადებები არ აქვს, მეტი რესურსი აქვს, მდგომარეობიდან გამოვიდეს. ძირითადად, ყველა ის პაციენტი, ვინც საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა, ყველას ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რაც კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობას საკმაოდ ამძიმებს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები