,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’ პირველ მარტს გაიხსნება

მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 3 მარტამდე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზა’’-ში, ქეთი შარაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

როგორც ავტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აკრილი, ტილო, პოპ-არტი, თექა და მინის მხატვრული დამუშავება -,,დეკუპაჟი“.

გამოფენის სახელწოდება: ,,თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება’’. ნამუშევრების ავტორი დამთვალიერებლებს საინტერესო დღეებს ჰპირდება.

მსგავსი თემები