“თანამდებობის დატოვება თავად გადავწყვიტე” – პრეზიდენტის პრესსპიკერი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შესაბამება სიმართლეს. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს წასვლასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვარ ბიულეტენზე. რომ მივალ, მას შემდეგ დავწერ განცხადებას. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ გამათავისუფლეს, არასწორია“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერი აღარ არის. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

მსგავსი თემები