„თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა თანამდებობა დატოვოს, თუ ეს ნაბიჯი ქვეყანას წაადგება. „როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, – აცხადებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერის განცხადებით, დაკავებული თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად უღირს: „თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის. მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და პროცესში ჩართვას, იმ ხარისხით იქნებიან ჩართული როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ წარმართულ მუშაობაში,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების გამოძიების პროცესზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიებაში შსს-ს ჩაერთვება და გარდაცვლილების მშობლებს შეეძლებათ ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ.

„რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან. პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში საზოგადოების კითხვებზე დავდებთ პასუხს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი თემები