თამარ ჩუგოშვილი, ოპოზიციას, საარჩევნო რეფორმისთვის მხარდაჭერას სთხოვს

 საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა უნდა განახორციელოს, ორი ნაწილისგან შედგება. 

მისი თქმით, ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. 

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ მარტო ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს. ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ხმები მარტივი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს და შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ცვლილების მიღებას სჭირდება თანამშრომლობა სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, უმრავლესობასა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის. მინდა მქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს, საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდა, თუმცა მათი ზოგიერთი ნაბიჯი იმედის მიმცემი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც მინდა სურვილი გამოვხატო, რომ ეს ძალა საკუთარ თავში იპოვონ და ამ მნიშვნელოვან რეფორმას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება ეუთო-ს რეკომენდაციებს, როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ წლის დასაწყისში საზოგადოებას მისცა პირობა, რომ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდოდა საარჩევნო კოდექსში.

მსგავსი თემები