თამარ ჩუგოშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას და ცესკოს მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის (17:00 საათისთვის) რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. მან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, ასევე კერძო დამსაქმებლებს მიმართა და მოუწოდა, ამომრჩევლების კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები მაქსიმალურად დაიცვან.

„მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია; მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად; მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად;მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები“ – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირეით გარკვეული სპეკულაციებიც შეინიშნებოდა, თუმცა, ამომრჩევლები საკუთარ არჩევას აქტიურად აკეთებენ.

„მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს საკუთარი ნება ამ არჩევნებზე და მისცეს ხმა. ასევე, მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები