თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირებულია – ანგელა მერკელი

საქართველოში ვიზიტად მყოფილი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაჩვენებელი მცირდება. მისივე შეფასებით,  საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა. ეს არ ღირს ამად“, – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალისაციის შემდეგ საქართველოდან წასული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ, იმდენად გაიზარდა რომ ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პრობლემის გამო, საქართველოში გერმანიაში სპეციალური სამთავრობო დელეგაციაც კი ჩამოვიდა.

მსგავსი თემები