თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შემცირდება

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს, სავარაუდოდ, 12 მილიონი ლარით შემცირდება. კერძოდ, მიმდინარე წელს გათვალისწინებული 802 მილიონი ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 790 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, შემცირება საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებამ განაპირობა.

„ამ ეტაპზე გრძელდება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და გადამუშავებულ ვარიანტში განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების კორექტირება“, – აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი თემები