თავდაცვის სამინისტრომ გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა შსს-ს ძალებთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა. საავტომობილო გზებზე მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდება, შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ სატვირთო და სასურსათო ავტომანქანებს, მათ მძღოლებს კი, თერმოსკრინინგი უტარდებათ.

სამართალდამცავებთან კოორდინაციით, სხვადასხვა რეგიონში დამატებითი გამშვები პუნქტები შეიქმნა. ახალი საგუშაგო შეიქმნა ბათუმის შესასვლელშიც. სამხედროები და სამართალდამცავები მხოლოდ ლოჯისტიკური, სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების ავტომანქანებს აძლევენ ბათუმში შესვლისა და გასვლის უფლებას. მუდმივ რეჟიმში ხდება საგუშაგოებზე გასული მანქანების აღრიცხვა.

გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბათუმში ამჟამად გადაადგილების შეზღუდვის 7 პუნქტი ფუნქციონირებს. ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ 4 ძირითად საგუშაგოზე II ქვეითი ბრიგადაა მობილიზებული, ხოლო ქალაქის შიდა საკვანძო გზების კონტროლზე პასუხისმგებლობა, დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ მართვაში გადასულმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა აიღო, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას 3 პუნქტზე ახორციელებს.

მსგავსი თემები