„თავგაცხელებული პოლიტიკოსები ყოველთვის გვეყოლება, რომლებიც მოქალაქეებს ძალადობისკენ წაახალისებენ“ – გია აბაშიძე

„როდესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, მშვიდობიანი აქციის დარბევა-დაშლაზეა საუბარი, ყოველთვის,  მაშინ დასისხლიანებული ოპოზიციის ლიდერები მახსენდება, რომლებიც მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალდნენ“ – აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ფიქრობს, რომ ძალოვანი უწყებების აღჭურვილობაში არსებული იარაღების ჩამონათვალის გადასახედია.

„საზოგადოება ვერ ხედავს ვერც ერთ ნაკუწშემოგლეჯილ ე.წ. ოპოზიციის წევრს.  ვერც ე.წ. პოლიტიკანებისგან მოგლეჯილ ტანსაცმლის ნაწილს, არადა, ისინი ბლომად იყვნენ 20 ივნისის აქციაზე. წლების წინ, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, კი გვახსოვს დასისხლიანებული  კობა დავითაშვილი, ზურა აბაშიძე, გია მაისაშვილი. როდესაც ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება,  უნდა შევთანხმდეთ, რომ  პოლიციის აღჭურვილობაში არსებული იარაღის სიის გადახედვა უნდა მოხდეს.  სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება ისეთი თავგაცხელებული “პოლიტიკანები”, როგორიც ნიკა მელიაა და სხვები, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ჯგუფური ძალადობისკენ წაახალისებენ“ – განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები