“ზღაპრები უთხრას მათ, ვინც დაარიგა” – ანრი ოხანაშვილი მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს ყველაფერი დაარიგა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე საუბრისას განაცხადა. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული პირი ყველაფერს კადრულობს და არც იმას გამორიცხავს, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, მას უფრო მძიმე რამ ჰქონოდა დაგეგმილი.

“მისი ასეთი საქციელის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, რაც განახორციელა, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, შეკვეთით მოქმედებდა. ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის, შემდგომ კი ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ზღაპრები უთხრას მათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

მსგავსი თემები