ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

ამასთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოში აქციაზე დაკავებული 16 პირია გადაყვანილი, მათ შორს იყო ჯაფარიძეც. ასევე, სამმართველოში არიან – ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

მსგავსი თემები