ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ისევ პასუხგაუცემელია – პრეზიდენტი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა, ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით, მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ბოლომდე არ არის ცნობილი გამოძიების შედეგი, ჟვანიას მკვლელობის საქმეზე პასუხები ჯერ კიდევ არ არის გაცემული. არ განელებულა არც მის მსგავსად, სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება.

,,დღეს ზურას 55 წელი შეუსრულდებოდა. 13 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, თუმცა მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შეგედი. ეს მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე. არ განელებულა არც ზურას, როგორც სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება. მე, კიდევ ერთხელ ვიხსენებ მის ღვაწლს და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო სიყვარული მის მიმართ და თანადგომა მისი ოჯახის მიმართ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები