ზურაბ კინწურაშვილის მორიგი გამარჯვება ტაეკვანდოში

ტაეკვონდოში, ამერიკის შეერთებული შტატების “G–2” –ის საერთაშორისო, საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ კინწურაშვილმა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირი იუნიორებსა და დიდებში 1–3 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს და მასში 10 წონით კატეგორიაში 15 ქვეყნის 2500 წარმომადგენელი ასპარეზობს.

დღეს, გამარჯვებულები იუნიორთა ასაკში გამოვლინდნენ. 59 წ/კგ–ში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. მან ექვსი ბრძოლიდან ექვსივე მოგებით დაასრულა. იგი ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, 18:14 სძლია მოწინააღმდეგეს და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

3 მარტს, დიდების ასაკში პირველობისთვს ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენი თემურ ღლონტი იბრძოლებს.

ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია ზურაბ კინწურაშვილსა და მის მწვრთნელს აკაკი ცენტერაძეს ულოცავს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებას უსურვებს.

მსგავსი თემები