ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩებზე საგზაო მონიშვნების განთავსება დაიწყო 

თბილისის ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნის მიმდებარედ, ზურაბაშვილის ქუჩიდან ქეთევან წამებულის  გამზირამდე, დაახლოებით 2200-მეტრიანი მონაკვეთზე, საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყო. ქვეითთა გადასასვლელები, თერმო და ცივი პლასტით იხაზება. ის მდგრადი საღებავია და ასფალტზე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.​

​სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

მისი ინფორმაციით, სამუშაოებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ელიტ ტექნოლოჯი“ ასრულებს.

მსგავსი თემები