ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო გახდა

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. ავტობუსებით მოქალაქეები გადაადგილებას თანხის გადახდის გარეშე შეძლებენ. 

როგორც ქალაქის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, გადაწყვეტილება მძღოლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. 

“ასეთ პირობებში ჩვენ ვერ ვიცავთ უსაფრთხოებას, ზუგდიდელები მგზავრობის თანხას იხდიან ნაღდი ფულით და უშუალო კონტაქტი აქვთ მძღოლებთან, რაც ზრდის საფრთხეს, ამიტომაც მივიღეთ მძღოლების იზოლირების გადაწყვეტილება”,- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, მძღოლებსაც ამ ხნის განმავლობაში ფიქსირებულ ხელფასს გადაუხდიან.

მკაცრად გაკონტროლდება ავტობუსებში მგზავრების რაოდენობაც.

მსგავსი თემები