ზუგდიდში კორონავირუსზე ექიმებს იკვლევენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის ბოლომდე 29 პაციენტს COVID-19-ზე შეამოწმებენ, მათ შორის არიან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს და სენაკის ცხელების ცენტრის მედიკოსები. PCR კვლევა დღის ბოლოს დასრულდება.

საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში ასამდე პაციენტია COVID-19-ზე გამოკვლეული.

ამავე ლაბორატორიაში ხვალიდან ჩინურ რეაქტივებს ელოდებიან. ამის შემდეგ ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს. კვლევები ჩაუტარდებათ ჯარისკაცებს და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები