ზუგდიდსა და მესტიაში თვითიზოლაციაში იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდსა და მესტიაში თვითიზოლაციაში იტალიიდან ჩამოსული 11 ადამიანი იმყოფება, აქედან 7 ზუგდიდში, 4 კი მესტიაშია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

“ყველა მათგანი, მათ შორის, მესტიაში მყოფი 4 ტურისტი ჩამოსულია  იტალიიდან. თითოეულ მათგანზე გაცემულია რეკომენდაციები, ასევე, მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი. გარდა ამისა, ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ეჭვის ქონის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება შსს,”- აღნიშნავს ნანა ოდიშარია.

მსგავსი თემები