ზუგდიდის ცენტრალური ქუჩებისა და სოფლების გზების მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები იწყება

​ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე 36 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩას,  მოეწყობა სანიაღვრე არხები, ტროტუარები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.

ასევე, მოწესრიგდება სოფლის გზებიც, კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 გზას, სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას.

“გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა. გზების რეაბილიტაცია განხორციელდება სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერი, რუხი – საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა, ჭკადუაში, გრიგოლიში, ჭითაწყარი, ბაღმარანი, აბასთუმანი, ნარაზენი – შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უნბნის გზა, ოქტომბერი – დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე, ოფაჩხაფუ – ნარაზენთან დამაკავშირებელი გზა, ახალსოფელთან დამაკავშირებელი გზა “, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

მსგავსი თემები