ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ აუცილებელი – პრეზიდენტი 

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, გარანტია იმისა, რომ არჩევნები მაღალ დონეზე და ნაკლები დარღვევებით ჩატარდება.

როგორც პრეზიდენტმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში გაცილებით მაღალია ამომრჩეველთა აქტივობა, რაც მისასალმებელი და საამაყოა. თუმცა მეორე მხრივ, ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი.

​ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელ აქტიურობას, რასაც ვხედავ, მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ყველა ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბანზე, გამოიყენონ თავისი ბიულეტენი, დააფიქსირონ თავისი არჩევანი, ითამაშონ გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. გმადლობთ ასეთი აქტიურობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს აქტიურობა გაგრძელდება დღის განმავლობაში, რაც გარანტია იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე და ნაკლები იქნება დარღვევები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც ამ თანამდებობაზე მმართველი პარტია “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მოვიდა. მარგველაშვილმა მეორე ვადით პრეზიდენტობის უფლება არ გამოიყენა და 28 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა.

არჩევნების მეორე ტური ორ კანდიდატს შორის იმართება – N5 გრგიოლ ვაშაძე, N 48 სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები