“ზოგიერთი სასულიერო პირი ნარკოტიკს საკურთხეველშიც ასაღებდა” – მღვდელ-მონაზონის სკანდალური განცხადება (ვიდეო)

„ჩვენ ვიცით უამრავი ნარკოლეარიზატორი სასულიერი პირი, რომელთაგან, ზოგიერთი საკურთხვეელშიც კი ასაღებდა ნარკოტიკს და ეს ცნობილი ფაქტია,“ – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეკლესია მსგავს მძიმე ცოდვებს სათანადოდ ვერ ებრძვის, რაც დაუსჯელობის განცდას აძლიერებს:  

„ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იბრძოდეს მსგავსი მძიმე ცოდვების წინააღმდეგ, მაგრამ მექანიზმები ბრძოლისა, ცოდვებისადმი დღესდღეობით მორყეულია. ეკლესიის სასამართლო არ ფუნქციონირებს, კომისია არის პირობითად შექმნილი. მძიმე დანაშაულებს ნაკლები ყურადღება ექცევა. ჩვენ ვიცით უამრავი სასულიერო პირი ნარკოლეარიზატორი, რომლებთაგან, ზოგიერთი საკურთხველშიც კი ასაღებდა ამას და ეს ცნობილი ფაქტია,“- განაცხადა ანდრია სარიამ.

მსგავსი თემები