ზვიად კვაჭანტირაძე ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა – არჩილ თალაკვაძე

“ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, კვაჭანტირაძე მეტ განმარტებებს გააკეთებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე, ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ,

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველ გუნდს ტოვებს, რის მიზეზადაც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.

მსგავსი თემები