ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის გზაზე შეფერხებულ მგზავრებს საკვები მოუტანეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა შეფერხებულია. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაჩერებული მგზავრები მოინახულა და მათ საკვები პროდუქტები ჩაუტანა.

გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, ჟინვალისა და მლეთის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც
ავტოკოლონაა გაჩერებული, ნაგვის ურნები და ბიო – ტუალეტები დამონტაჟდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში განუცხადეს, გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა და შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯვრის უღელტეხილზე გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.

 

მსგავსი თემები