ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი თემები