“ზაქარია ქუცნაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო” – არჩილ თალაკვაძე

“ზაქარია ქუცნაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე და არ მგონია, ეს გადაწყვეტილება შეცვალოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არ ყოფილა პრეცედენტი, რომ დეპუტატს მანდატზე უარი ეთქვას და პროპორციული სიით პარლამენტში კვლავ დაბრუნებულიყოს.

„მართალია, ზაქარია ქუცნაშვილს პროპორციული სიით ეკუთვნის პარლამენტში შესვლა, თუმცა ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ პარლამენტარს ეთქვას უარი თავის მანდატზე და შემდეგ პროპორციული სიით ხელახლა შემოსულიყო პარლამენტში. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც იმის აუცილებლობა აქვს, ხელახლა შემოიყვანოს დეპუტატი. ვფიქრობ, ეს კითხვა პირველ რიგში მას უნდა დაუსვათ. მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე და არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს გავრცელდა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, ის პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს.

მსგავსი თემები