ზაქარია ქუცნაშვილის პირველი შეფასება მანდატის შეწყვეტის შემდეგ

“მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ, მანდატის დატოვების თაობაზე, უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, ვიდრე ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვამ”, – ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშილი პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას “მედიაცენტრ მთავართან”.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევეტის თხოვნით მიმართა. პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 96 ხმით დააკმაყოფილა.

ინფორმაციისთვის კი, ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.​

მსგავსი თემები