ზაფხულში საშიში პროდუექტები და რეკომენდაციები 

მწვავე დაავადებების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და მწვავე დიარეული დაავადებებისგან თავის ასარიდებლად პროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს ურჩევს.

არსებული სტატისტიკით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. ცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში როგორც  ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით ფიქსირდება. ეპიდემია კი უმეტესად დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას უკავშირდება.

როგორც „მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, წყლითა და საკვებით გადაცემადი დაავადებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შემდეგია:

· წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

· არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე;

ღია წყალსატევში ბანაობის ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

o     ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად

o     საკვების მოსამზადებლად

o     სასმელების დასამზადებლად

o     ყინულის მოსამზადებლად

o     ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად

o     ხელების დასაბანად

·  მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად (შეიწვას ან მოიხარშოს);

·  მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;

· არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;

· საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;

· არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;

· სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;

· მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;

· სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე;

· დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;

 

მსგავსი თემები