ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას გეგმავს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლას გეგმავს. შესაბამისი განცხადებით მან დედაქალაქის მერიას უკვე მიმართა.

შვილმოკლული მამა ასევე ითხოვს, საპროტესტო აქციების გამართვის ნებართვა 5 ნოემბრამდე გაუხანგრძლიონ.

„მოვითხოვე ვადის გაგრძელება 5 ნოემბრამდე, ამასთან, მოვითხოვ, რომ მომცენ კარვების დადგმის უფლება. მივუთითე, რომ პასუხი წერილობით მაცნობონ“, -აცხადებს ზაზა სარალიძე.

ხელისუფლების გადადდგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ზაზა სარალიძემ თბილისში, 10 სექტემბრიდან დაიწყო. მას სოლიდარობას უცხადებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები