„ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ – მარიამ ჯაში

„ჩემს პოზიციებს უფრო დეტალურად გავაცნობ ჩემს კოლეგებს და მეგობრებს.  იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციებს დავაახლოებთ. როდესაც ჩვენ გვქონდა  აღნიშნული საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვა, შეთანხმება იყო, რომ მყარი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში გვექნებოდა თუ არა თანხმობის პოზიცია. ბუნებრივია, მყარი მტკიცებულების შემთხვევაში მეც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი“ – აცხადებს დეპუტატი მარიან ჯაში, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნას ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.    

როგორც დეპუტატი განმარტავს, თავშეკავება ყველაზე სწორი პოზიცია იყო: „ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, იმ მომენტისთვის, იქნებოდა თავშეკავება. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა დამატებითი მასალების გადაცემა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე და ამდენად კომიტეტების ფორმატში განხილული ინფორმაციის საფუძველზე მე თავი შევიკავე. ბუნებრივია, გუნდს აქვს თავისი წესები, მე უბრალოდ არ მომეცა საშუალება, შეზღუდული დროის ფორმატიდან გამომდინარე, კენჭისყრამდე უმრავლესობის ფორმატში ჩემი განსხვავებული აზრი დამეფიქსირებინა და სწორედ ამიტომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. არავითარი ზეწოლა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიან ჯაშმა, ნიაკნორ მელიასთვის იმუნიტეტს მოხსნას მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი თემები