“ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ” – შს მინისტრი

“მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და უხეშ ქმდებებს ადგილი არ აქვს.

„ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს. ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები