“ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება” – ადამ კინზინგერი

“საქართველო რჩება ამერიკის მტკიცე პარტნიორად, თუმცა, ის აგრძელებს მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ, შემდეგ კი, ოქტომბერში ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ” – ამის შესახებ ადამ კინზიგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით უცხოელი პარტნიორებისთვის შექმნის სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალის პოვნაა.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს“, – აცხადებს კინზინგერი.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს დემოკრატია არის თუ არა საფრთხეში, კინზინგერი აცხადებს: „ამ ეტაპზე საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ“.

„ოქტომბერში უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რა მოხდება და უფრო მეტი გვეცოდინება, როცა ეს მოლაპარაკებები დასრულდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ დადო სრული პროპორციული არჩევნების დაპირება 2020 წლის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად 2024 წელსაა გარანტირებული. ამისკენ ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციასთან კომპრომისი, მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ. მაგრამ, შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება და საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის“, – აცხადებს  ადამ კინზინგერი.

ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, თუ ვერ იხილავს პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, ის, რასაც გააკეთებს ბევრისთვის მოულოდნელი იქნება.

„ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“,- განაცხადა კინზინგერმა.

მსგავსი თემები