“ვფიქრობ, რადაში 70-პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს” – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე  დღეს უკრაინის რადაში, ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებს და მიხეილ სააკაშვილის ხედვა მოისმენეს.

უკრაინის რადას დეპუტატი, უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკი ფიქრობს, რომ სააკაშვილს რადაში ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნება.

„ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ფრაქციის ჩატში, ვაწყობთ წინასწარ კენჭისყრას და თუ ამ კენჭისყრაზე გასულ საკითხზე 70% განაცხადებს თანხმობას, ამას მთელი უმრავლესობაც იზიარებს, ფრაქციის შიგნით უმცირესობა ეთანხმება უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ 70 პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს. მე მაგალითად თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ ეს თანამდებობა ახლა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება. შეხვედრაზე ჩვენ ვიკითხეთ, ხომ არ შეუშლიდა მას ამ თანამდებობაზე მუშაობისას ხელს ის, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რადგან იყო უკვე შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ძირითადად უფრო პოლიტიკური საკითხებით იყო დაკავებული, ვიდრე მაგალითად ოდესის ოლქით. მან ამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ შეეცდება იყოს აპოლიტიკური და არ მოახდენს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე. მან თქვა, რომ ის ასევე არ აპირებს გავლენა მოახდინოს საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე, რადგან მისივე თქმით, ხალხი სააკაშვილის პარტიას მხარს ისედაც უჭერს“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკიმ.

მსგავსი თემები