„ვუყურებ, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიცია, ერთ ოთახში შეძლო ორგანიზებულად მუშაობა“  – გიორგი მარგველაშვილი

“ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი“ – აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას ხელისუფლების უსუსურობას უკავშირებს.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო გაზრდილია და ისინი საერთო მიზნისკენ მიდიან.

“ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრ-აქციები, ასეთი დაპირისპირება და რომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ნიშანი, რომ ამის მერე საზოგადოების სრული გაუცხოება ხდება ხელისუფლებასთან, ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვის პირადად“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია კონსტრუქციული და მიზანმიმართულია.

„ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – სამართლიანი არჩევნებისთვის. მინდა გავახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე? „გადადექი” – ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა „გადადექი”, არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება“, –  ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილი არსებული პოლიტიკურ ვითარებას.

მსგავსი თემები