ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებით ქართული მედიისთვის  ფორუმი იმართება  

თბილისი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებულ მედიაკონფერენციას მასპონძლობს. რუსული მედია ჯგუფი და  ექსპერტები საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ და რუსული მედიაფორუმის ფარგლებში  მნიშვნელოვან დისკუსიებს იწყებენ.

ღონისძიება „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ დღეს  იხსნება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  რუსეთის დელეგაციას საქართველოს დასავლური ორიენტაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რუსი ტელეწამყვანები და ანალიტიკოსები წარმოადგენენ.

მედია ფორუმი, რომელსაც ITAR-TASS- ის სამხედრო დამკვირვებელი, “Russia Today- პოლიტიკური მიმომხილველი, MGIMO-ს პროფესორი ალექსეი მალაშენკო, გაზეთ “ჩრდილოეთ ოსეთის” მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი ალან კასევი დაესწრებიან, რეგიონში მედიის ნდობის აღდგენაზე ისაუბრებენ. რუსი ექსპერტები ქართველი ჟურნალისტებისა და დამწყები რეცენზენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

როგორც ცნობილია, საქქრთველოს საზღვარი დელეგაციის სამმა წევრმა ვერ გადმოლახა, რადგანაც მათ კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული ჰქონდათ.

ღონისზიება  ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტითაა დაფინანსებული. როგორც ფორუმის მონაწილე ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი აცხადებს, მისი ინტერესი რუსული პროპაგანდა არ არის და სულ სხვა მიზნებით ჩამოვიდა.

„მთავარი პრობლემა არის. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. გარემოებები ყოველთვის არსებობს რთული და შესაძლოა ეს დიდხანს გაგრძელდეს მაგრამ ყველაზე რთული არის ამ გარემოებებში კომუნიკაცია და ურთიერთობა დანარჩენით ალბათ უნდა დაკავდეთ პოლიტიკოსები,. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას იქ ხომ ერთი პოლიტიკა მიდის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. მე ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან“ – აცხადებს რუსი ჟურნალისტი ალექსეი მალაშენკო.

 

მსგავსი თემები