ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა. ახალი რეგულაციის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქესა და მოქალაქეობის არ მქონე პირს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკრაინის ინტერესებს იცავდნენ, მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებაში, მათ შორის დონბასის კონფლიქტის დროს, შეუძლიათ უკრაინის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.

ახალი კანონი ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზეც, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური შეხედულებებითა და მოტივით იდევნებიან.

ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი პასუხია ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგების შესახებ განკარგულებას ხელი 17 ივლისს მოაწერა.

მსგავსი თემები