ვიღაცეები ვიზალიბერალიზაციას ევროპაში თავშესაფრის მისაღებად იყენებენ – პრეზიდენტი


პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მოქალაქეები, ვინც ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს არღვევს, ვნებს ქვეყანას და პირველ რიგში, თავის შვილებს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მოპოვებული ვიზალიბერალიზაციის უფლება ძალიან ძვირფასია და ის კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ უნდა დააყენოს. ამისათვის კი მოსახლეობის მეტად ინფორმირებაა საჭირო.   

“ვიღაცეები მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ევროპაში და თავშესაფარი მოითხოვონ, ეს არის პრობლემა, რომელზეც ორმხრივად ვმუშაობთ ჩვენ და ევროკავშირი. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვისი ბრალია. ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მოსახლეობის ინფორმირებისთვის, იმისათვის რომ შეგნება გაიზარდოს, რომ ვინც არღვევს უფლებებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს, პირველ რიგში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები