“ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!” – აქციის დარბევისას დაშავებულ გიორგი სულაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას და­შა­ვე­ბულ გი­ორ­გი სუ­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც ცალი თვა­ლი და­კარ­გა, გერ­მა­ნი­ა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

გიორგი სულაშვილის მე­უღ­ლის, მაკა ლომ­თა­ძის თქმით, ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა.

გიორგის ოპერაცია დასრულდა წარმატებით! აღუდგა ზედა ყბის სახე,თვალის ქუთუთო და თვალბუდე. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

დღე­ვან­დელ­მა დღემ ისევ გა­მახ­სე­ნა ის სის­ხლი­ა­ნი ღამე, ისევ გი­ორ­გის ტკი­ვი­ლე­ბით ტან­ჯუ­ლი სახე! იგი­ვე მე­ორ­დე­ბა, ზუს­ტად იგი­ვე, რაც ძა­ლი­ან ძნე­ლი ასა­ტა­ნია! იგი­ვე ტკი­ვი­ლე­ბი, გან­ცდე­ბი, ემო­ცი­ე­ბი… მომ­დევ­ნო სამი დღე მძი­მეა და სავ­სე ტკი­ვი­ლე­ბით… ჩემი ბრა­ზი ას­მაგ­დე­ბა, როცა გა­მე­ფიქ­რე­ბა – ვის გამო, ან რის გამო უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ ამ­დე­ნი მთელ­მა ოჯახ­მა?!” – ამბობს მაკა ლომთაძე.

ცნობისთის, პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად “გავრილოვის ღამიდან” 5 თვის შემდეგ ცნო.

მსგავსი თემები