“ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უწყებების “დაბოქლომების” სერიებს გამოეხმაურა.

მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებულ “დაბოქლომების” პროცესებს არასერიოზულს უწოდებს.

“ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი იმიტომ, რომ როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები