ვისი შარდითაც დაზარალებულმა პირი დაიბანა, პროკურატურის მთავარი მოწმეა

მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები პროკურატურას თემურ აბაზოვის მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ. როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მტავარში“ აღნიშნეს, პირი, ვინც არაადამიანური ფაქტი ჩაიდინა და ვისი შარდითაც დაზარალებულმა პირი დაიბანა, პროკურატურის მთავარი მოწმეა.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ელჩინ ალახვერდიევი დაინტერესებულია თემურ აბაზოვის  დისკრიმინაციით, მან ეს სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ მასთან პირადი მტრობა გააჩნია.

“მის მიერ მიცემული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება სასამართლოში დღემდე გამოკვლეული ინფორმაციის ფორმატში. ეს გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს ბრალდების მხრიდან. როცა ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, დაზარალებული პირი სასამართლოში ჩვენების მიცემისას აცხადებს, რომ თემურ აბაზოვის მიმართ მას აქვს პირადი წყენა, მის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლომ ობიექტურად უნდა შეაფასოს მტკიცებულებების გამოკვლევისას. თემურ აბაზოვს ბრალდების მხარე ედავება ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელებას”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, მტკიცებულებებით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოში, დგინდება, რომ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელებულია არა აბაზოვის, არამედ კონკრეტული პირის მიერ, რომლის მიმართაც ძებნაც კი არ არის დაწყებული.

“გარდა ამისა, დადგენილი ფაქტია, რომ თემურ აბაზოვს ედავებიან, რომ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. პრივატულ საუბრებში, ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, საუბრობს და განმარტავს რომ მან განახორციელა ის, რასაც თემურ აბაზოვს ედავებიან”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა “მთავარში“.

მსგავსი თემები