ვირუსი ტანსაცმლიდანაც გადადის – რა უნდა ქნან თვითიზლოაციაში მყოფებმა, რომელთაც სარეცხი უგროვდებათ  

სპეციალისტების ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსი“ ტანსაცმლიდანაც ვრცელდება, შესაბამისად, ისინი თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ურჩევენ როგორც გარეცხონ სარეცხი და როგორ დაიცვან იზოლაციის „ოქროს წესი“.

როგორც  ექთანი თამარ დაუსი აცხადებს, ყველა ჭურჭელი, რომელსაც რისკ ჯგუფი იყენებს, უნდა განადგურდეს: „თუ სხვასთან საზიანო სველი წერტილი გაქვს, ჯერ შედიან სხვები, ბოლოს თქვენ და შემდეგ ატარებთ დეზინფექციას და ტოვებთ სივრცეს. ანალოგიურად ხდება სამზარეულოშიც. სივრცეს ისე ტოვებთ, რომ არაფერს ეხებით და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ უბრუნდებით თქვენს დახურულ ტერიტორიას. აუცილებელია, სარისკო პირმა ისარგებლოს ერთჯერადი ჭირჭლითა თუ ინვენტარით, რომელიც გამოყენებისთანავე უნდა განადგურდეს“.

რაც შეეხება ტანსაცმელს, ექთანი გვირჩევს ყველა აუცილებელი პროცესი დავიცვათ. კერძოდ: „იზოლაციაში მყოფებს, ბუნებრივია, უგროვდებათ სარეცხი. ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ სარეცხი მოხვდება სარეცხ მანქანაში, არ მოხდეს მათი დაფერთხვა, რადგან, როგორც კი სარეცხი დაიფერთხება, შესაძლებელია, მოხდეს ვირუსების გაფრქვევა. სარეცხი უნდა დაგროვდეს ცელოფნის კონტეინერში და ის გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე,  90 გრადუსზე. თუ ისეთი სარეცხია, რომელიც 90 გრადუსზე არ ირეცხება. სარეცხს ქიმიური საშუალებით დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს“ – აცხადებს ექთანი თამარ დაუსი.  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები