“ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებულივითაა” – მარინა ენდელაძე

“გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება, ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის 2 თვე ექიმებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო.

„საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა.

ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნებაა ის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მსგავსი თემები