“ვირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება” – ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ვარაუდით, კორონავირუსის ეპიდემია 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება, დიდ ბრიტანეთში კი 7.9 მილიონი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება. ამის შესახებ The Guardian ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებულ, საიდუმლო მასალაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მიერ მოპოვებული საიდუმლო მასალების მიხედვით, ვირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება და მომდევნო ერთ წლის განმავლობაში COVID19-ით ბრიტანელების 80 პროცენტი დაინფიცირდება. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაახლოები 7.9 მილიონი ბრიტანელის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო.

The Guardian-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზი გამართლდება, დიდი ბრიტანეთის 80 პროცენტი დაავადდება.

სპეციალისტები, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შედგენილ დოკუმენტსა და სხვა ექსპერტების მოსაზრებას გაეცნენ, აცხადებენ, რომ მომდევნო 10-14 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მსგავსი თემები