“ვირუსი დედის რძით ახალშობილზე არ გადადის” – ექიმი

“შესაძლებელია ახალშობილი დედისგან კორონავირუსით დაინფიცირდეს პირდაპირი კონტაქტით და იმ გზით, რა გზითაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედის რძით ბავშვზე ვირუსი არ გადადის.

„ცალსახა მოწოდებაა, რომ ძუძუთი კვება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ რძით ვირუსი არ გადადის, მაგრამ გადადის ანტისხეულები, რომელიც ბავშვს დაავადების მძიმე განვითარებისაგან და საერთოდ ინფიცირებისგან იცავს“, – აღნიშნა ექიმმა.

მსგავსი თემები