“ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩვენს მიერ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირებებიდან გამოვლინდა, რომ 10% არის დადებითი, რომლებიც მიმდინარეობდა უსიმპტომოდ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოება, რომლებისთვისაც ტესტირება სავალდებულო იქნება, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან დამყარებული იქნება იმაზე, თუ რა შეთანხმებას მიიღებენ სამთავრობო ჯგუფში.

მსგავსი თემები