ვინ რამდენჯერ გააცდინა პარლამენტის სხდომა – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1879 შემთხვევა, რომელთაგან 1500 შემთხვევაში პარლამენტის წევრებმა სხდომები ოჯახური მდგომარეობის გამო გააცდინეს.

კვლევის მიხედვით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს, საპატიო მიზეზით, პლენარული სხდომები ყველაზე ხშირად (62 გაცდენა) გააცდინა კობა ნაყოფიამ (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“).

საპატიო მიზეზით კომიტეტების სხდომების გაცდენის მაჩვენებლებით ოპოზიციის წარმომადგენლები ლიდერობენ.

რაც შეეხება არასაპატიო მიზეზებს, პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს, კახაბერ ოქრიაშვილმა (უმრავლესობა) – 12 სხდომა; სამველ მანუკიანმა (უმრავლესობა) – 11 სხდომა; თეიმურაზ კოხრეიძემ (უმრავლესობა) – 11 სხდომა.

კომიტეტის სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს, სალომე სამადაშვილმა (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“) – 17 სხდომა; ირაკლი აბესაძემ (უმცირესობა) – 13 სხდომა; გიორგი ტუღუშმა (უმცირესობა) – 12 სხდომა.



მსგავსი თემები