ვინ და რა წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს „COVID-19-ით გარდაცვლილი – მკაცრი რეკომენდაციები 

COVID-19-მა მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მთელმა მსოფლიომ „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა დაკრძალვის მკაცრი რეკომენდაციები შეიმუშავა. ეს ეხება საქართველოსაც. დოკუმენტი 25 მარტს დამტკიცდა. მისი ერთ-ერთი პუნქტი მიცვალებულის დასვენებისა და დაკრძალვის მკაცრ რეგულაციებს ეხება.

„სათავსის კედლები და იატაკი დაფარული უნდა იყოს რეცხვისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით; გვამის დროებითი დაყოვნების სათავსი აღჭურვილ უნდა იყოს გამართულად მოფუნქციონირე ვენტილაციით; გამორიცხული უნდა იყოს გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში იმ პირების (მათ შორის სამედიცინო პერსონალის) დამოუკიდებლად მოხვედრა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება სათავსის ფუნქციონირებას; თითოეული მიცვალებულის გადასვენების შემდგომ ხორციელდება სათავსის, აგრეთვე გვამის სატრანსპორტო ან განსათავსებელი ურიკებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაც შეეხება ცალკე პუნქტი ეთმობა უშუალოდ დაკრძალვის მონაწილე პირებს, სპეციალური აღჭურვილობა უნდა გააჩნდეთ და უტილიზაციის ყველა წესი მკაცრად უნდა იყოს დაცული.

„ორმაგი ქირურგიული ხელთათმანები, რომლებიც დაფარულია გაჭრის მიმართ მდგრადი ბადისებრი ხელთათმანების ფენით, ან სამეურნეო/სქელი ხელთათმანი; სითხეგაუმტარი ერთჯერადი ხალათი; ინდივიდუალური დაცვის სათვალე და სახის დამცავი ფარი; ქირურგიული ნიღაბი, ან რესპირატორი; ბახილები; სამედიცინო ჩაჩი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სრული ნაკრები გამოიყენება გვამის მართვის ყოველ ეტაპზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურების სივრცეებში (პალატა, დარბაზი) გვამის სპეციალურ ჩანთაში მოთავსებისა და ტრანსპორტირების ეტაპზე მათ სწორად გამოყენებასა და უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვას. პროზექტურიდან გასვლამდე მოიხსენით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და დაიცავით უტილიზაციის შესაბამისი მოთხოვნები. შესაძლებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის შემდეგ ხელები ყოველთვის საპნით და წყლით დაიბანეთ. უზრუნველყავით, რომ ხელის ჰიგიენური საშუალებები (მაგ. ნიჟარა, თხევადი საპონი, ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ქაღალდი, ალკოჰოლზე დამზადებული ხელის სანიტაიზერი) ხელმისაწვდომი იყოს გამოყენების ადგილზე (მაგ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნის ადგილზე ან მის სიახლოვეს)“, – წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი მკაცრი რეკომენდაციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ შეიმუშავა. ესპანეთში, ადგილობრივი იქნება თუ ტურისტი, ვინც „კორონავირუსით“ გარდაიცვალა, კრემაციას ექვემდებარება, ან აკლდამაში კრძალავენ, რომლის გადასვენება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არ შეიძლება. ოჯახის მოთხოვნით, სწორედ აკლდამაში დაკრძალეს ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი, რომლის საქართველოში გადმოსვენებაზე ესპანეთმა უარი თქვა.   

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები