ვინ დაემშვიდობა და ვინ დაემატა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს?

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა კახი კალაძემ დაასახელა. პოლიტსაბჭოს წარმოადგენენ:  ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი  ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი,  საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახი კალაძე.

მსგავსი თემები