„ვინც ეს ჩაიდინა, შედეგს მიაღწია – ხელისუფლება გაილანძღა“ – დიმიტრი ხუნდაძე ფარულ ჩანაწერზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელებას ხელისუფლების ხელისუფლებასთან კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ქმედება ყველაზე წამგებიანი სწორედ ხელისუფლებისთვის იყო.

„ნებისმიერ ქმედებას აქვს მიზანი და შედეგი. ამ ქმედების მიზანი გასაგებია, მაგრამ რა არის შედეგი? ეს სახეზეა, ხელისუფლების ორდღიანი ლანძღვა-გინება. როგორ ფიქრობთ, საკუთარი თავის საწინააღმდეგომ ხელისუფლება ამას გააკეთებდა? ეს ბრიყვული ფიქრია. ამიტომ, ყველას, ვინც მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს, ვთხოვ, კარგად დაფიქრდეს. ვინც ეს ჩაიდინა, შედეგს მიაღწია – ხელისუფლება გაილანძღა“ – აცხადებს დეპუტატი.

მისი შეფასებით, ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც მსგავს ქმედებას განახორციელებს: „რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროებას, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ნებისმიერი პირი, ვინც ამას ჩაიდენს. თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებების დარღვევას, სირცხვილია ასეთი დაბალი დონის ქმედება. ჩვენ განვითარებაზე ვფიქრობთ და არა უკან სვლაზე. მდაბიო აზროვნება და ქმედება სახელმწიფოს ვერ განავითარებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები