“ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ხელისუფლებას გვაქვს თმენის ვალდებულება” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძეს განცხადებით, პროცესებმა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს პოლიტიკურ ველზე უნდა გადმოინაცვლოს.

კახაძის შეფასებით, ხელისუფლებას თმენის ვალდებულება აქვს.

“ძალიან ბევრი ადამიანი გარედან გვეუბნება, რომ როგორ ითმენთ ამდენს. პირველი მესიჯი იყო ასეთი – ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ხელისუფლებას გვაქვს თმენის ვალდებულება და პროვოკაციებზე არ უნდა წამოვეგოთ. პროცესები უნდა გადავიტანოთ პოლიტიკურ ველზე,” – განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი თემები